იმ 3 პირს შორის, რომლებსაც ნანგრევებში ამ წუთებამდე ეძებენ, ერთ-ერთი მოზარდია, რომელიც შემთხვევის დროს, სახლიდან ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა.
ძებნის ოპერაციას მაშველები 24 საათია ფაქტობრივად შიშველი ხელებით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. კიდევ 3 დაკარგულის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია, დღეს, შს მინისტრისგან გახდა ცნობილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ.
ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 არასწრულწლოვანია.
წყარო https://rustavi2.ge/ka/news/211745