logo_geo
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 23:21

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ცენტრალურ გზაზე BMW-ს მარკის ავტომობილი OPEL-ს მარკის მანქანას შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ლაგოდეხში, კლინიკაში მოათავსა.

 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი