logo_geo
ბათუმში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

14 ოქტომბერი. 2021. 22:37

 

 

ხანძარი იყო ბათუმში. ე.წ. ოცნების ქალაქში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მივიდა, თუმცა სახლები მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

 

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. ე.წ. ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ყველა აქ მცხოვრებ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც სჭირდება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი