logo_geo
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

15 ოქტომბერი. 2021. 23:22

 

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საუბარია მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე კორპუსზე, რომლის მდგრადობასაც დღეს ექსპერტები სწავლობდნენ.

 

ექსპერტების წინასწარი შეფასებით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განაცხადებით, სამუშაოებზე ნებართვა მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

 

„ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. სპეციალისტებისგან არის მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არა აქვს პრობლემა, მეორე სახლიდან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან“, - განაცხადა ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი