logo_geo
რა გახდა ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზი
- +

16 ოქტომბერი. 2021. 12:29

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ ეზოში, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ორი საცხოვრებელი სახლი მოსახლეობისგან სრულად არის დაცლილი, ჯამში სასტუმროში გადაყვანილია 100-მდე ოჯახი.

 

მოსახლეობის ევაკუაცია პრევენციის მიზნით, ექსპერტების რჩევის საფუძველზე განხორციელდა, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა.

 

„გვითხრეს, რომ ევაკუაციის გადაწყვეტილება მიღებულია ექსპერტების წინასწარი დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან პირველ სადარბაზოში კომერციული ფართის მშენებლობის დროს არასწორი სამუშაოები ჩატარდა. ოჯახები სასტუმროში არიან გადაყვანილი და ელოდებიან შემდგომ რეაგირებას“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ქეთი პაპავა.

 

პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართის მეპატრონის მერაბ ემირიძის განცხადებით, ნალესის მოშორების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანებულია კოლონები.

 

„ამ ტრაგედიის გამო ვეღარ მოვასწარით გამაგრება, თორემ ყოველგვარი მითითების გარეშე ვაპირებდით ამის გაკეთებას“, - ამბობს მერაბ ემირიძე.

 

წყარო https://imedinews.ge/ge/regioni/222753/ra-gakhda-batumshi-chamongreuli-sakhlis-momijnave-korpusidan-mosakhleobis-evakuatsiis-mizezi

 

 

big_banner
არქივი