logo_geo
ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 21:21

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა გზები, წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა გადაადგილების პრობლემა. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.

 

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

 

„ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები. ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner big_banner
არქივი