logo_geo
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:33

 

 

საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

 

პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს თამარაშვილისა და ნათენაძის ქუჩებზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალურ პარკს, თამარაშვილის მოედანს და მიმდებარე სკვერს, ასევე ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის გარე ფასადებს.

 

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

 

 

big_banner
არქივი