logo_geo
ჩოხატაურში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
- +

24 დეკემბერი. 2021. 10:49

 

დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის სოფლებში გადაადგილება გართულებულია. გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

გარესამყაროს მოწყვეტილი იყო ორი სოფელი - სურები და ზოტი. ამ დროისთვის ზოტში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითა შესახლებელი.

 

დახმარებას ითხოვენ ბახმაროში დარჩენილი მოქალაქეები, სადაც თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს. პრობლემაა ელექტრო მომარაგების კუთხითაც. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები.

 

 

big_banner
არქივი