logo_geo
ბაღდათი-საირმის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს
- +

24 დეკემბერი. 2021. 10:50

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებული იყო.

 

გაწმენდითი სამუშაოების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან, კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, რომ ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღედგინათ.

 

 

big_banner
არქივი