logo_geo
კახეთში 13 კმ სიგრძის კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

25 დეკემბერი. 2021. 10:41

 

„საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს კოლექტორის რეაბილიტაციას ახორციელებს. სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 13 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხი იწმინდება, რომელიც 80% ამოვსებული იყო.

 

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად 3000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

 

კოლექტორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდას, ნანიანის, კაჭრეთისა და ჯიმითის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ემსახურება.

 

საირიგაციო სისტემაზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

 

 

big_banner
არქივი