logo_geo
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა
- +

29 დეკემბერი. 2021. 21:54

 

 

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთი მოზარდია. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დედა-შვილი.

 

დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნები, რომლებიც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, კლინიკაში ხუთ წლამდე ასაკის ოთხი ბავშვია შეყვანილი. მათივე განმარტებით, სამი მათგანი სხვადასხვა დაზიანებით ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ერთი მოზარდი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

 

გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი