საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, თბილისის დროით 00:04 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57კმ.ში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან იყო.