logo_geo
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
- +

31 დეკემბერი. 2021. 17:56

 

 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მიმდებარედ, ავტომანქანის მისაბმელიდან, გარემო 2 კილოგრამზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანა.

 

„სამართალდამრღვევმა დაუყოვნებლივ მოახდინა ტერიტორიის ნარჩენისგან დასუფთავება. შედგა ოქმი, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი