logo_geo
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა
- +

7 იანვარი. 2022. 15:00

 

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

 

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად დალოცა.

 

საშობაო მსვლელობას შეუერთდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

 

„ვულოცავ ქუთაისს, მთელ იმერეთსა და საქართველოს შობის დღესასწაულს. სასიამოვნოა ის, რომ ძალიან კარგი ტრადიცია აღვადგინეთ წელს, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საშობაო მსვლელობა და ჩვენს მოსახლეობას, ვჩუქნით სასიამოვნო საშობაო წუთებს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს, შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებს დაურიგებენ.

 

 

big_banner
არქივი