logo_geo
ზუგდიდში უხვმა ნალექმა, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა
- +

15 იანვარი. 2022. 17:05

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

 

დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი.

 

ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები. სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.

 

მერის ინფორმაციით 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ელექტროენერგიის აღსადგენად ,,ენერგო პრო ჯორჯია''-ს თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

 

 

big_banner
არქივი