logo_geo
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია
- +

16 იანვარი. 2022. 15:15

 

 

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შეფერხებებია გზებზე, თუმცა მოძრაობა შეწყვეტილი არ არის. გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.

 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე დღეა ინტენსიურად იწმინდება გზები.

 

„ამჟამად მიმდინარეობს სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდის სამუშაოები. მეორე დღეა ინტენსიურად თოვს, ცუდი ხილვადობის გამო ბევრგან გართულებულია გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გზების წმენდა არ შეწყვეტილა“, – განაცხადა აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა შავაძემ.

 

თოვლმა მაღალმთიან სოფლებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.

 

 

big_banner
არქივი