logo_geo
აჭარაში მრევლის ნაწილმა ნათლისღება განბანით აღნიშნა
- +

19 იანვარი. 2022. 10:54

 

აჭარაში, შტორმის მიუხედავად, ნათლისღების დღესასწაულს, მრევლის ნაწილი ზღვაში განბანით შეხვდა. მორწმუნეები სანაპიროზე შეიკრიბნენ და წყალში შევიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

 

პარალელურად, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. შესრულდა წყლის კურთხევის მსახურება. როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, ზღვაში განბანის რიტუალი წელს ორგანიზებულად არ ჩატარდა, მიზეზად, პანდემია და უამინდობა დასახელდა.

 

 

big_banner
არქივი