logo_geo
ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე ბაღში სწავლა 24 იანვრიდან განახლდება
- +

21 იანვარი. 2022. 17:29

 

 

სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარკვეული შეზღუდვების შესახებ, სპეციალური ბრიფინგით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გამოეხმაურა.

 

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ბაღებში სწავლის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობდნენ, თუმცა, შეთანხმდნენ, რომ 24 იანვრიდან მუნიციპალიტეტის 37-ვე ბაღში სწავლა საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განახლდება.

 

დღეს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააღმზრდელო პროცესში მონაწილეობას მხოლოდ ის აღსაზრდელი შეძლებდა, რომელთა ოჯახის წევრებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები, თუმცა, დღის ბოლოს მერმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

 

big_banner
არქივი