logo_geo
ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო
- +

22 იანვარი. 2022. 11:17

 

 

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ.

 

სხვა ბინებზეც ცეცხლის გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა მაშველებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება მოახერხეს.

 

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი გამათბობელს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

 

 

big_banner
არქივი