logo_geo
სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

2 თებერვალი. 2022. 16:40

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობას უკვე შეეცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები (მეტალოპლასტმასი) ხოლო  შესასვლელი კარი რკინის კარით შეიცვალა,  დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.

 

ამჟამად მიმდინარეობის კედლების ლესვითი და ჭერის მოწყობის სამუშაოები.

 

პროექტით გათვალისწინებულია სანტექნიკის, ელექტრო გაყვანილობის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, იატაკის შეცვლა. სამზარეულოს, ჭერის განახლება, გარე კიბეების და ბაქანის ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, ლიფტის, ცენტრალური გათბობის მოწყობა და სამღებრო სამუშაოები.

 

კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

 

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მეტალ+“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

 

საბავშვო ბაღის შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვალისწინებული და ათეული წლებია კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

 

 

big_banner
არქივი