logo_geo
ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა
- +

13 თებერვალი. 2022. 15:07

 

ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200-მეტრიანი მონაკვეთი.

 

ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე არსებული ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

 

big_banner
არქივი