logo_geo
საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით მოგაწვდით სწორ ინფორმაციას
- +

19 თებერვალი. 2022. 17:45

 

კასპის მუნიციპალიტეტს  2012 წლიდან დღემდე ავტოპარკი არ განუახლებია.  დღემდე მერიას ემსახურება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის დროს შესყიდული ავტომანქანები, მათ შორის ,,პრადო“ შეძენილი 2009 წელს, 4,2 ძრავის სიმძლავრით. მისი ძრავის მოცულობის და ექსპუატაციის ხარჯიდან გამომდინარე,  ავტომანქანის მომსახურების ხარჯი ყოველთვიურად იზრდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წლამდე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დროს,  კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეძენილი მაღალი გამავლობის მანქანები, ძირითადად შეძენისთანავე გადაცემული იყო სხვადახვა ორგანიზაციებზე, რომლებიც შემდეგ მუნიციპალტეტის მერიას  დაზიანებული და ამორტიზირებულები დაუბრუნდა.

რაც შეეხება ახალი ავტომობილის შესყიდვის საჭიროებას - მუნიციპალიტეტში 26 მაღალმთიანი სტატუსის მქონე  სოფელია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და  „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ პროექტები ხორციელდება. ამჟამად, საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე და  სოფელ ბოჟამში  რაც თავისთავად საჭიროებს მონიტორინგს და კონტროლს.

ახალი შესასყიდი ავტომანქანა ,,Renault Duster“ არის  მაღალი გამავლობის, ორხიდიანი, ეკონომიური (1,6 ბენზინი; 4X4 6 საფეხურიანი მექანიკური, 2022 წლიანი)  და მოხმარებული საწვავის რაოდენობას სამჯერ შეამცირებს.

ავტომანქანის შესყიდვა ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული  კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით CON210000655. მანქანის ღირებულება  53 400 ლარია.

 

 

big_banner
არქივი