საგარეჯო-უდაბნო-დავითგარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ34 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავითგარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ34 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.