logo_geo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის მორიგი სხდომა გამართა
- +

18 მარტი. 2022. 14:14

 

 

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან  დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

„ყველას გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც გვქონდა შეხვედრები საზოგადოებასთან, ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები აყენებდნენ  - გახლდათ იმ ბინების საკუთრებაში დაკანონების საკითხი, რომელშიც ადამიანები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ, მაგრამ მათ საკუთრებას არ წარმოადგენს და ვერ ახერხებენ დაკანონებას. ამის გამო ვერ განკარგავენ აღნიშნულ ქონებას სრულფასოვნად, ვერ იყენებენ მას ეკონომიკური მიზნებისთვის და სხვა. ვასრულებთ პირობას და მხარის გუბერნატორთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ ამ პრობლემაზე მუშაობა, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და შევიმუშაოთ სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

 

big_banner
არქივი