logo_geo
ოზურგეთში დაზიანებული გზების განახლება იწყება
- +

18 მარტი. 2022. 14:14

 

 

ოზურგეთში, ზამთრის თოვლიანი ამინდების შედეგად დაზიანებული გზების განახლება იწყება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ზამთრის თოვლიანი ამინდების შემდეგ, ვემზადებით ქალაქში დაზიანებული გზების აღსადგენად. უკვე დასრულდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე ბეტონის სანიაღვრე არხების მოსაწყობად და ერთ-ერთ მონაკვეთზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობისთვის. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს ეს პრობლემა, რადგან ჭარბი ნალექის დროს ეტბორებოდათ ეზოები.

 

დასრულდა ანასეულის უბანში, მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი და უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები.

 

ასევე, დასრულდა სოფელ დვაბზუში ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები და მალე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები“, - განაცხადა სხდომაზე ოზურგეთის მერმა.

 

 

big_banner
არქივი