logo_geo
მუნიციპალურ სამსახურებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნა
- +

18 მარტი. 2022. 20:41

 

 

ოზურგეთის მერმა საფეხბურთო კლუბ “მერცხალის” და შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის” ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.

 

„კიდევ რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ - საფეხბურთო კლუბ “მერცხალს” ჯუმბერ კალანდაძე უხელმძღვანელებს. შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის თანამდებობას კი ბიძინა გობრონიძე დაიკავებს. ორივე მათგანს აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა და მჯერა, ისინი დასახულ ამოცანებს სათანადოდ შეასრულებენ”, - ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა.

 

 

big_banner
არქივი