logo_geo
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მარტვილში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
- +

26 მარტი. 2022. 10:51

 

 

მარტვილში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის შეგროვილი თანხით უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს, რაც დანიშნულების ადგილას უახლოეს დღეებში სხვა მუნიციპალიტეტების ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გაიგზავნება.

 

ამასთან, პირველ ეტაპზე, საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.

 

 

big_banner
არქივი