logo_geo
თელავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საბავშვო ბაღს და 10-მდე კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა
- +

28 მარტი. 2022. 15:58

 

 

ძლიერმა ქარმა თელავში რამდენიმე საბავშვო ბაღს, 10- მდე კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. მოგლეჯილმა მრავალწლიანმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. შეფერხებაა ცენტრალურ გზებზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

 

რეგიონის მასშტაბით ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც 30 ათასზე მეტი აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ვითარებას ადგილზე ეცნობა თელავის მერი. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია სტიქიის ზონაში, თუმცა სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.

 

„ზარალის დამთვლელ კომისიას ჩემი მოადგილე ხელმძღვანელობს და უმოკლეს დროში მოვახდენთ ზარალის დათვლას. ვცდილობთ, ყველა ლოკაციაზე მივიდეთ", - აცხადებს თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი