logo_geo
ზაფხულის სეზონის სამზადისი
- +

1 აპრილი. 2022. 18:08

 

 

ბათუმის ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით  მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება/რეაბილიტაცია არის დაგეგმილი. ამ ეტაპისათვის, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. სამღებრო სამუშაოები უტარდება საბაღე ინფრასტრუქტურას. გეგმური სამუშაოების ფარგლებში გრძელდება საბაღე სკამების, გედების ტბისა და შადრევნების ავზების გაწმენდა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაზაფხული-ზაფხულის გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე დაგეგმილია ერთწლოვანი ჩითილების დარგვა და მწვანე საფარის განახლება მრავალწლოვანი ხე-მცენარეებით.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი