logo_geo
სოფელ ერგეტაში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

3 აპრილი. 2022. 12:29

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჯერად ერგეტის ცენტრიდან დიდგვიმარას უბნამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზა რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული სრულად კეთილმოეწყობა, გზასთან ერთად მოხდება სანიაღვრე არხების მოწყობაც.

 

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

 

 

big_banner
არქივი