logo_geo
კასპში ლესელიძის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს
- +

6 აპრილი. 2022. 17:27

 

 

ქალაქ კასპში  ლესელიძის  ქუჩაზე  ასფალტის მეორე  ფენის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის სიგრძე 332 გრძივი მეტრია. სამუშაოების  ღირებულება 341 139 ლარს შეადგენს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.

 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი აქამდე არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ,  მოსახლეობა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.

 

 

big_banner
არქივი