logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება
- +

16 აპრილი. 2022. 18:37

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო.

 

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია.

 

ავტობანთან დამაკავშირებელ, ამორტიზირებულ გზაზე გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება  უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას და კომფორტულ გადაადგილებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი