logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
- +

23 აპრილი. 2022. 11:13

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული 360 ოჯახისათვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ნობათი მოამზადა, რომელშიც 6 დასახელების პროდუქტი შედის.

 

შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მისი პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი სოფელ თელიანსა და მეტეხში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებს ეწვივნენ. ისინი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და დამდეგი დღესასწაული წინასწარ მიულოცეს.

 

 

big_banner
არქივი