logo_geo
მარტვილის მერი მოსახლეობას შეხვდა
- +

6 მაისი. 2022. 19:46

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად,  ხუნწის ადმინისტაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის დარბაზში შეხვდა.

 

მერმა შეხვედრაზე მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ და მათი მოგვარება პროპრიტეტების მიხედვით განსაზღვრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

მერმა შეხვედრის დაწყებამდე ყვავილებით შეამკო 8 აგვისტოს ომში დაღუპული გელა ჭედიას მემორიალი, ასევე მოინახულა სოფელში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მრავალშვილიანი ოჯახი და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

მერმა დაათვალიერა გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. სკოლის მოსწავლეები შეკრებილი საზოგადოების წინაშე ლიტერატულული კომპოზიციით წარსდგნენ. თორნიკე ჯანაშიამ მადლობის სიგელები გადასცა სკოლის წარმატებულ პედაგოგებს და მოსწავლეებს კულტურულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

big_banner
არქივი