logo_geo
კასპში თავისუფალ ჭიდაობაში რაიონის ღია პირველობა გაიმართა
- +

11 მაისი. 2022. 14:02

კასპის სპორტული კომპლექსის საჭიდაო დარბაზში 2008, 2010 და 2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა  შორის თავისუფალ ჭიდაობაში რაიონის ღია პირველობა გაიმართა.

შეჯიბრი 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა.

წონითი კატეგორიების  მიხედვით პირველი ადგილის პრიზიორები გახდნენ: გურამ ჟივიძე, საბა ჩადუნელი, ბექა ღარიბაშვილი, საბა ბარნოვი, ნიკა ავლოხაშვილი, საბა თუშიშვილი, ისაკ ბაშარული  და ნიკა კორაშვილი.

პატარა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. მასთან ერთად მიულოცეს და  მედლები და სიგელები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურა კოპაძემ და პირადმა მწვრთნელებმა.

შეჯიბრები კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კასპის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზატორობით გაიმართა.

big_banner
არქივი