logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე
- +

16 მაისი. 2022. 14:30

 

 

ოზურგეთის მერმა, მერიის სხდომაზე ისაუბრა ელექტრონული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტებსა და მედიკამენტებზე ფასდაკლებასთან დაკავშირებით.

 

„მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე და ინფორმაციაზე. ეს  ბიუროკრატიის შემცირებისა და რეფორმების გზით, ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით არის შესაძლებელი. მინდა, დავავალო ჩემს პირველ მოადგილეს, პროფესიონალებთან ერთად დაიწყოს მუშაობა ელექტრონული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტზე, რათა მოქალაქეებს მომსახურება შევთავაზოთ ერთი ფანჯრის პრინციპით (მაგ: მშენებლობის ნებართვები, სოციალური სერვისები და სხვა).

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა და ჩემმა მოადგილეებმა აქტიურად იმუშავეს - ეს არის მედიკამენტები. პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ თურქეთთან იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, სერიოზული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს და ფასების არსებითი შემცირება გამოიწვია მედიკამენტებზე.  როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენც ვასრულებთ პირობას და ხელი მოვაწერე მემორანდუმს სააფთიაქო ქსელებთან, რომელიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება - მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს შეიძენენ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით“, - განაცხადა მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი