logo_geo
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს უმასპინძლა
- +

9 ივნისი. 2022. 17:47

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს არტურ ლუდკოვსკის და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს ვიდა მონვიდაიტის უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს, ასევე გეოპოლიტიკურ ძვრებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

აღსანიშნავია, რომ მხარეები სამომავლოდ პარტნიორობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

big_banner
არქივი