logo_geo
სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს
- +

17 ივნისი. 2022. 11:38

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას ნიშნავს.

 

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

big_banner
არქივი