logo_geo
ოზურგეთის მერი: სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ამ წლების განმავლობაში იყო ქალაქის შემოსასვლელებში არსებული წარწერები, ასევე მემორიალები - ოზურგეთი ამას არ იმსახურებდა
- +

17 ივნისი. 2022. 17:13

 

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე მემორიალების და ასევე ოზურგეთის შემოსავლელებში აბრების მოწყობა-მოწესრიგების შესახებ ისაუბრა.

 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ყურადღება დაეთმობა - გახლავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მემორიალების, ასევე ოზურგეთის შემოსავლელებში იმ აბრების მოწყობა-მოწესრიგება, რომელსაც ჩვენი ქალაქის და მუნიციპალიტეტის სახელი უნდა ეწეროს. სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ამ წლების განმავლობაში იყო ქალაქის შემოსასვლელებში არსებული წარწერები, ასევე მემორიალები - ოზურგეთი ამას არ იმსახურებდა. დაგეგმილი გვაქვს და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ომში დაღუპულთა მემორიალის იერსახის მოწესრიგებაც“, - აღნიშნა მერმა.

 

 

big_banner
არქივი