logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: სატრანსპორტო პოლიტიკა და თანამედროვე ტრანსპორტი ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ
- +

17 ივნისი. 2022. 17:14

 

 

„სატრანსპორტო პოლიტიკა და თანამედროვე ტრანსპორტი ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა სხდომაზე ისაუბრა

 

„საკრებულოს უკვე წარვუდგენთ პროექტს - სატრანსპორტო სისტემის განახლება ოზურგეთისთვის და ვიწყებთ ამ კუთხით რეფორმების გატარებას.  რეფორმა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლებას - თანამედროვე ავტობუსები, მოსაცდელები, დროის გრაფიკი და მარშრუტები, კერძო ავტობუსების ინტეგრირება საერთო სისტემაში - ეს იქნება პროექტის ძირითადი კომპონენტები. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაასრულონ პროექტზე და მისი დაფინანსების წყაროებზე მუშაობა, რათა შევძლოთ უკვე მისი განხორციელება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი