logo_geo
შეხვედრა კასპის ტექნოპარკში
- +

29 ივნისი. 2022. 12:54

 

 

კასპის ტექნოპარკში „Skillwill Academy“-ის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე და მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი ნინი მოსიაშვილი კასპელ ახალგაზრდებს შეხვდნენ  და აკადემიის ახალი პროექტი გააცნეს.

 

პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა აკადემიაში ჩარიცხვის და სწავლის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. 

 

პროექტის მიხედვით, აკადემიის პროფესიონალი დეველოპერები ახალგაზრდებს 7 თვეში, საბაზისო ცოდნის გარეშე პროგრამირების და ვებ-ტექნოლოგიების შესწავლას სთავაზობენ.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა.

 

სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

 

პროექტის პრეზენტაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო.

 

შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

 

 

big_banner
არქივი