logo_geo
სოფელ მეტეხში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო
- +

1 ივლისი. 2022. 15:05

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო.

 

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი XXI“ ტერიტორიაზე ამჟამად მიწის მოჭრის სამუშაოებს ახორციელებს.

 

სპორტული მოედანი აღიჭურვება  საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათებაც.

 

სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის  ღირებულება 86 692 ლარია.

 

სოფელ მეტეხში სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობაში და ახალგაზრდებში  ხელს შეუწყობს  სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 

 

big_banner
არქივი