logo_geo
მარათონი კასპში
- +

2 ივლისი. 2022. 14:52

 

 

2 ივლისს კასპში გაიმართა მარათონული გარბენი, რომელშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

 

მარათონი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის  ორგანიზებით „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში გაიმართა.

 

მარათონის მონაწილეებმა სტარტი აიღეს ე.წ. „კოწახურა“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან,  ფინიში კი - კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან დასრულდა.

 

მარათონში გამარჯვებულებს თასები და სიგელები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ ზურაბ კოპაძემ გადასცეს.

 

ღონისძიების მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი