logo_geo
ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა
- +

5 ივლისი. 2022. 18:46

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.

 

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი