logo_geo
მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ მაშველებმა გადაარჩინეს უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა
- +

13 ივლისი. 2022. 11:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ონის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ, იმყოფებოდა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება მიღებისთანავე მოახდინა და მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. დაშავებულის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, გადაწყდა ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. კატიწვერას მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ექიმები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ.

ამ დროისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე ჩაყვანილია ქუთაისში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას.

 

 

 

big_banner
არქივი