logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ლორაქსს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
- +

13 ივლისი. 2022. 12:59

ეკოკლუბი „ლორაქსი“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებულია.
„ლორაქსი“ს  წევრები აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერიასთან
და მათ მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციებში მონაწილეობენ.
პირველი ერთობლივი აქცია მიმდინარე წლის 7 აპრილს ქალაქის #4 საბავშვო ბაღში
ჩაატარეს, სადაც პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით წიწოვანი და
ფოთლოვანი ნერგები დარგეს.


მეორე აქციაში ეკოკლუბის წევრებმა ახლახანს, მერიის თანამშრომლებთან ერთად
ქალაქის ცენტრალური სკვერის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ისინი
აცხადებენ, მათი მიზანია უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქალაქის და
ზოგადად მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქმეებში.


ეკოკლუბის წევრებმა მეორე აქციაში ახლახანს, მერიის თანამშრომლებთან ერთად
ქალაქის ცენტრალური სკვერის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ისინი
აცხადებენ, მათი მიზანია უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქალაქის და
ზოგადად მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქმეებში.

 

 

big_banner
არქივი