logo_geo
ძველ ხიბულაში „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით აშენებული სამონასტრო კომპლექსი აკურთხეს
- +

18 ივლისი. 2022. 13:15

 

 

ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის კურთხევა მოხდა. ტაძართან ერთად აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. „ქართუს“ მიერვე ხიბულაში რეაბილიტირდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.

 

ტაძრის კურთხევის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგიო გუგუჩია, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

სამონასტრო კომპლექსთან და მემორიალურ სახლთან ერთად ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღიც აშენდა. ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. საბავშვო ბაღს გააჩნია კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო სივრცე.

 

მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.

 

ფონდ „ქართუს“ გარდა, ხიბულაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოები გზების უმეტეს ნაწილზე უკვე დასრულებულია. საერთო ჯამში შიდა გზებში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე იგება.მოეწყო სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე. აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო.

 

2019 წელს განხორციელდა ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.

 

სოფელში  მდინარე ჭანისწყალზე, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

 

ხიბულაში ასევე აქტიურად ხორციელდება წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, სოფელის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

 

სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირება. პროექტის შესაბამისად, აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი.

 

 

big_banner
არქივი