logo_geo
მდინარე სუფსაში გადავარდნილი ტრაილერის მძღოლი ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს
- +

30 ივლისი. 2022. 16:55

 

 

გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა.

მძღოლმა სატვირთო მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა, ის მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. 

გადარჩენილი მძღოლი ავარიის დეტალებზე საუბრობს. აცხადებს, რომ წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, აცილება სცადა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. მანქანა ფოთიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

 

 

big_banner
არქივი