logo_geo
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

2 აგვისტო. 2022. 10:36

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

 

ხანძრის დროს სრულად განადგურდა შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

 

შენობაში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

 

ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ჯერ სახლის გარე ფასადს გაუჩნდა, მოგვიანებით კი სახურავზე გავრცელდა.

 

აალება სავარაუდოდ, შეშის ღუმელმა გამოიწვია.

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მერიის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ზარალის შესწავლის შემდეგ დახმარების ფორმაზე იმსჯელებენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი