logo_geo
ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
- +

5 აგვისტო. 2022. 12:52

 

 

ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ასევე განხორციელდება გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია,  გარე-განათების სისტემის, სანიაღვრე არხის მოწყობა.

 

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში  გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

 

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13,6 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს 10-მდე გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

 

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში 90 ჰა ფართობის მიწის ფართობზე  საწარმოების მოწყობა მიმდინარეობს. იგეგმება 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციის განხორციელება, რითაც 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 25 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი